ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი Elijah Minnelli რექორდ ლეიბლის – Breadminster-ის მუდმივი რეზიდენტი არტისტი „ბრავო რექორდში“ წერს ცნობილ ქართულ სიმღერებს ანსამბლ „იალონთან“ ერთობლივი კოლაბორაციით. წარსულში მას გაკეთებული აქვს უამრავი პროექტი მსგავსი კოლაბორაციებით, თუმცა ამჯერად გვთავაზობს კომპოზიციის ახალი ჟღერადობით – დაბსა და ელექტრონულ მუსიკის სტილში.
Elijah Minnelli-ის თრექებს ჰყავს მინიონობით მსმენელი მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე. მის მუსიკას ასრულებენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ენდრიუ ვეზეროლი, ბატუ და ზაკია სიუელი (BBC6Music).
ანსამბლი იალონი არის ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი, რომელიც შეიქმნა 2009 წელს, ეთნომუსიკოლოგ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა განშტოებების შესწავლა და
2018 წლიდან „იალონი“ თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,მასპინძელთან“ და კემბრიჯის გუნდ ,,ჩელასთან“ _ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის გამოცდილების გაზიარების, მასტერკლასებისა და ერთობლივი კონცერტების ჩატარების სახით.