“ბრავო რექორდსის” სტუდიას, ძალიან ცნობილი ირანელი მომღერალი და კომპოზიტორი Amir Tataloo, ხელმეორედ ეწვია. პირველი ჩამოსვლის მიზეზი, ირანული BBC-ის (BBC Persian) გადაცემის BBC Persian Music-ის გადაღებები გახდა.. პროექტის ავტორი, ცნობილი ირანელი პროდიუსერი Behzad Bolour გახლავთ. გადაცემა მთლიანად დაეთმო Amir Tataloo-ს.
ამჟამად, მომღერლის საქართველოში ვიზიტის მიზეზი, ახალი სიმღერის ჩაწერაა, რომლის მოსმენის საშუალება, მის გულშემატკივარს, ძალიან მალე ექნება.
სიმღერის ჩაწერაზე “ბრავო რექორდსის” ხმის ინჟინერი, ალეკო ბერძენიშვილი მუშაობს.
იხ. გადაცემა სრულად