ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა KOVANA, საქართველოში და უკრაინაში ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის დახმარებით “ბრავო რექორდსში”, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისადმი მიძღვნილი ახალი სინგლი “Душі” (სულები) ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიმღერაზე მუშაობა მომღერალმა ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი, მშობლიური ხერსონის ხმის ჩამწერ სტუდიაში დაიწყო და მოგვიანებით საქართველოში, კერძოდ, კი “ბრავო რექორდსის” სტუდიაში გააგრძელა. სიმღერა ეძღვნება უკრაინული ქალაქების და სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან რუსი აგრესორების წინააღმდეგ და ასევე ამ უსამართლო ომში დაღუპულ გმირებს.
სინგლის მონეტარიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მიიმართება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სპეციალიზირებული საავადმყოფოს “ოჰმატდით”-ის დასახმარებლად. გთხოვთ დაეხმაროთ ნახვებით.