წარმოგიდგენთ, ვანო სარაჯიშვილის მიერ, თითქმის 100 წლის წინ შესრულებული უკვდავი სიმღერის “ისევ შენ”, სრულიად ახლებურ ვერსიაზე გადაღებულ ვიდეო კლიპს. მას ქართული მუსიკალური სცენის ამომავალი ვარსკვლავი, ძალიან საინტერესო და სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა მომღერალი, ნანკა გვარიშვილი (N.E.A.S.Y) ასრულებს. სულ რამოდენიმე თვის წინ, N.E.A.S.Y.-იმ ამ უკვდავი სიმღერის პატარა ფრაგმენტი, ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მეგა შოუს შესარჩევ ტურში შეასრულა. ვიდეომ იუთუბზე მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა. მომღერალმა გადაწყვიტა, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში ჩაეწერა ამ გენიალური სიმღერის სრულიად ახალი ვერსია, რომლის არანჟირების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ. მან შეძლო, ამ სიმღერის არანჟირების უაღრესად დრამატული და ემოციური ვერსიის შექმნა.
ვიდეო კლიპის რეჟიროსი – თინა შარაშენიძე
იხილეთ ვიდეო