ნათია თოდუამ, რომელიც 2017 წლის გერმანული Voice-ს გამარჯვებულია, “ბრავო რექორდსში” მისი გულშემატკივრების საყვარელი სიმღერის, სრულიად განსხვავებული, აკუსტიკური ვერსია ჩაწერა, შემდეგ, კი ვიდეო გადაიღო
სიმღერა Love Letter მისი პირველი ალბომიდან არის, რომელიც 2019 წელს გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ხმის ჩამწერ სტუდიაში Kangaroo Digital Audio ჩაიწერა. სიმღერის პრემიერა, კი 2020 წელს MTV Germany-ზე შედგა და დღემდე ძალიან აქტიურად ტრიალებს. მუსიკის და ტექსტის ავტორები თავად მომღერალი და Maury Pozzi არიან, ხოლო პროდიუსერი გახლავთ Vilko Zanki
პროექტში მონაწილეობა მიიღეს:
გიტარა: ირაკლი სანაია
არანჟირება/ჩაწერა/მიქსინგი: ალეკო ბერძენიშვილი
ვიდეოს რეჟისორი: ზაზა ორაშვილი
არტ დირექტორი: შაკო პოპიაშვილი