წელს, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს ძალიან ნიჭიერი მომღერალი, თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. „ბრავო რექორდსში“, თაკო საკონკურსო სიმღერის Keep the Faith, ჩაწერაზე მუშაობს, რომლის მუსიკის ავტორიც ანრი ჯოხაძეა, ტექსტი თავად თაკოს, ხოლო არანჟირება ანრი ჯოხაძესა და „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნით.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, სადაც 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ, 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად, გამარჯვებული გამოავლინა. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან, ჯამში – 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარეობდა. სწორედ, ზემოთ ხსენებული ტელევიზიაა ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი, საქართველოში.
საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი, 13 მაისს ჩატარდება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადმოსცემს.
“ბრავო რექორდსი”, წარმატებებს უსურვებს თაკო გაჩეჩილაძეს.