ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”, 2012 წლიდან, საქართველოში, ყველაზე რეიტინგული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან, ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ, სერიალის ბენდი გაცოცხლდა.
ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. ჯგუფის რეპერტუარში, რამოდენიმე საკუთარი სიმღერაც შედის.
ჯგუფის პოპულარობა საკმაოდ დათვლადია: 105 000 ლაიქი ფეისბუქის გვერდზე, მილიონ ნახევარზე მეტი მოსმენა, სიმღერა “შემოდგომას” და სხვა კომპოზიციების, ხუთ მილიონამდე ნახვა www.youtube.com-ზე.
ჯგუფის წევრები არიან: ვანიკო თარხნიშვილი – ვოკალი, დავით გაბუნია – ვოკალი, გიტარა, პაპუნა ჟამიერაშვილი – დრამი, ოთო ხმალაძე – კლავიში, გიორგი გობეჯიშვილი – ბასი, შოთარი დარახველიძე – გიტარა, გიორგი გაბრიელაშვილი – საყვირი.
ბენდის წევრებისთვის, აღნიშნული CD ალბომი პირველია და მისი კონცეფციის შემუშავებისას, ინსპირაციად იქცა, Coca-Cola-ს გლობალური კამპანია Kiss Happiness – „აკოცე ბედნიერებას“. ამ კამპანიის მთავარი არსი, საფუძვლად დაედო, CD ალბომის გამხსნელ სიმღერას, “პირველ კოცნას” და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს, Coca-Cola-ს ბოთლიდან დალევისას, ბედნიერების შეგრძნებას: თითქოს კოცნი მას, ვინც მოგწონს და გიყვარს ან უბრალოდ გსურს, ყურადღება, სითბო, პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოხატო ძვირფასი ადამიანების მიმართ. ბენდის წევრები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს, დღეს, საქართველოში ხალხს ძალიან აკლია.
აღნიშნული სიმღერის გარდა, ალბომში შედის ექვსი ქართული პოპულარული სიმღერის ახალი, საპრემიერო ქავერი და სამი, მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, ძველი ჰიტი.
ალბომზე ხელისმოწერის ცერემონიალი ბენდის ფანებისათვის და CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, მაისში გაიმართება.