დეკემბერი 6, 2013 tatakr

“ბრავო რექორდსის” მიერ ორგანიზებული ჯგუფ “ფრანისა” და ჯგუფ “суХие-ს” ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი (ვიდეო)

6 დეკემბერს, თბილისის “ივენთ ჰოლში”, კომპანია ”სოკარისა“ და ”ბრავო რექორდსის“ მხარდაჭერით, გაიმართა ჯგუფი ”ფრანისა“ და მოსკოვიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრების – ჯგუფი ” суХие-ს“ ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი.

კონცერტი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში, ქართველი მსმენელი გაეცნო, მოსკოვიდან მოწვეული სტუმრების ჯგუფი ”суХие”-ს უახლეს რეპერტუარს. ხოლო კონცერტის მეორე ნაწილში, ჯგუფი ”ფრანი” წარსდგა მსმენელის წინაშე, როგორც ყველასათვის საყვარელი სიმღერებისაგან შემდგარი რეპერტუარით, ასევე ახალი მუსიკალური ნომრებით. კონცერტის ბოლოს, ორივე ჯგუფმა, ერთობლივად შეასრულა ფრანის უკვდავი ჰიტი ”შენ და მე”, რამაც კონცერტზე მისული მსმენელის უდიდესი მოწონება და ოვაციები გამოიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას უძღვებოდნენ: გიორგი მოსიძე და გვანცა დარასელია.

კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრს ”პირველი ნაბიჯი საქართველო”.

ჯგუფი ”суХие” ისტორია:

ჯგუფი 2010 წელს ჩამოყალიბდა. შედგება 5 მუსიკოსისაგან, რომლებიც თავადვე არიან მუსიკისა და ტექსტის ავტორები. 2012 წელს, გამოიცა მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით ”суХие”. ჯგუფის სიმღერები დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, როგორც რუსეთში, ასევე ქვეყნის გარეთ. სიმღერა ”Танго”, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პოპულარულ რადიოს როტაციაშიც მოხვდა. ჯგუფის სიმღერები არაერთი რუსული ფილმის საუნდტრეკებადაა გამოყენებული. მათი LIVE კონცერტი, 2013 წლის ზაფხულში, ტელეკომპანია ”Дождь-ის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact