„ბრავო რექორდსმა“, მედიის წარმომადგენლებისთვის, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ სადებიუტო CD ალბომის პრეზენტაცია და ტრადიციად დამკვიდრებული, დისკებზე ხელის მოწერის ცერემონია (signing party) გამართა. ბენდმა სტუმრებისთვის, ალბომში შესული, რამდენიმე საპრემიერო სიმღერაც შეასრულა.
“გამოუვალმა მდგომარეობა”, ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს ასრულებს,. ჯგუფმა გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა, შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და ინდივიდუალიზმი.
ბენდის წევრებისთვის, აღნიშნული CD ალბომი პირველია და მისი კონცეფციის შემუშავებისას, ინსპირაციად იქცა, Coca-Cola-ს გლობალური კამპანია “Kiss Happiness“ – „აკოცე ბედნიერებას“. ამ კამპანიის მთავარი არსი, საფუძვლად დაედო, CD ალბომის გამხსნელ სიმღერას, “შენს ტუჩებზე” და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს, Coca-Cola-ს ბოთლიდან დალევისას, ბედნიერების შეგრძნებას.
CD ალბომში, აღნიშნული სინგლის გარდა, ქართული პოპულარული სიმღერის ექვსი ახალი საპრემიერო ქავერი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, სამი ძველი ჰიტი შედის.
ღონისძიების მსვლელობისას, „ბრავო რექორდსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდს“ შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. „არდი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მხარში უდგანან ქართულ შოუ ბიზნესს და ის არაერთხელ ყოფილა „ბრავო რექორდსის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების პარტნიორი. კერძოდ, კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო, ჯგუფი ,,შინის“ კონცერტი ფილარმონიაში, ჯგუფი ,,ელ დრაინის“, ანსამბლ ,,გორდელას“, ოთო ნემსაძის, ირაკლი ჩარკვიანის ალბომების პრეზენტაციები და სხვა.
„გამოუვალი მდგომარეობის“ CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, ბენდის ერთგული მსმენელებისთვის, 7 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზსში შედგება. ბენდის გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მათი მეგობრები: დათო ფორჩხიძე, რობი კუხიანიძე და ქეთა ორბელაძე.