დეკემბერი 22, 2015 tatakr

ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა (ვიდეო)

„ბრავო რექორდსში“, მუშაობა დასრულდა ჯემალ სეფიაშვილის ახალ სიმღერაზე, „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მიხედვით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ, ამ ნაწარმოებების მიხედვით დაწერილი, პირველი სიმღერა და მასზე, პაატა ნაცვლიშვილმა იმუშავა. სიმღერის პრემიერა შედგება ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 4 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და მიეძღვნება, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 83-ე დაბადების დღეს. სიმღერას ასრულებენ: ჯემალ სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა და „მეკო სტუდიის“ ბავშვთა გუნდი. არანჟირების ავტორია ბორიკო შხიანი, ხმის ინჟინერი კი, ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact