რამოდენიმე დღის წინ, „ბრავო რექორდსს“, ცნობილი ჰოლანდიელი მომღერალი, Edsilia Rombley ეწვია. მან დაათვალიერა მუსიკალური ბიზნეს კომპანიის, „ბრავო რექორდსის“ სტუდიები და „ბრავო ბენდის“ ხელმძღვანელთან, პიანისტ ირაკლი კვანჭიანთან ერთად, ექსპრომტად ჩაწერა სიმღერა Music Speaks Louder Than Words, რომელიც მის ერთ-ერთ საავტორო ალბომშია შესული.
Edsilia ცნობილი ჰოლანდიელი მომღერალია, რომელმაც 1998 და 2007 წლებში, ნიდერლანდები ევროვიზიის კონკურზე წარადგინა და 1998 წელს, მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ყველაზე მაღალია, ჰოლანდიის ევროვიზიის ისტორიაში. მას გამოშვებული აქვს, არაერთი საავტორო ალბომი და ძალიან ხშირად ატარებს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით, 7 ოქტომბერს, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ (Kvareli Eden – ყვარლის ედემი), „ღვინისა და ჯაზის“ კიდევ ერთი საღამო გაიმართა, სადაც, სწორედ Edsilia Rombley-მ და მისმა ბენდმა, Sweet Soul Music Band კონცერტი გამართეს. „ბრავო რექორდსი“ პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს-კომპანიაა, რომელმაც 2015 წლიდან, საქართველოში და კერძოდ, ყვარელში, რეგულარულად დაიწყო “ღვინისა და ჯაზის” ივენთების ორგანიზება.
ამერიკელი ჯაზმენი Frank McComb-ის ტრიო, კუბელი Yanela Brooks და მისი ბენდი, ბრაზილიელი მომღერლის Tania Maria-ს ტრიო – იმ მომღერლების ჩამონათვალია, რომლებიც 2015 წლიდან მონაწილეობა მიიღეს „ღვინისა და ჯაზის“ საღამოებში.
გარდა კონცერტებისა, სტუმრებს ორდღიანი ტურის ფარგლებში, საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ, კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ აქტივობებში (მაგ: ყურძნის კრეფა, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება და ა.შ.).
იხ. ჩაწერის დროს გადაღებული ვიდეო მასალა