ოქტომბერი 23, 2026 tatakr

„ბრავო რექორდსმა” გასულ კვირაში ახალბედა თვითნასწავლი კომპოზიტორისა და მომღერლის ელენე ბერიაშვილის სადებიუტო ვინილის ალბომი გამოსცა

„ბრავო რექორდსმა” გასულ კვირაში ახალბედა თვითნასწავლი კომპოზიტორისა და მომღერლის ელენე ბერიაშვილის სადებიუტო ვინილის ალბომი გამოსცა. ალბომის ტირაჟი კომპანია „აუდიოჰოლის“ მიერ გერმანიის ერთერთ წამყვან გრამფირფიტების მწარმოებელ ქარხანაში დამზადდა.
ალბომის სახელწოდებაა: „სანამ დროა“ და მასში შესული თერთმეტივე სიმღერა „ბრავო რექორდსის“ სტუდიებში ჩაიწერა და დამუშავდა. სიმღერების არანჟირებებზე მუშაობდნენ არანჟირების ცნობილი ავტორები: ბორიკო შხიანი, ცირა ბზიშვილი, მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ხოლო მიქსინგი და მასტერინგი „ბრავო რექორდსის“ მთავარ ხმის რეჟისორს ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. ალბომის დიზაინსა და ფოტოებზე გოგა ქართველიშვილმა და გიორგი ინდუაშვილმა იმუშავეს.
ცალკეულ სიმღერებში სტუდიურ სესიებში მონაწილეობისათვის მოწვეულ იქნენ სესიური მუსიკოს-ინსტრუმენტალისტები, რამაც ალბომს განსაკუთრებული ჟღერადობა და ხასიათი შესძინა.
ალბომი „სანამ დროა“ მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მასში შესულია როგორც ჯაზის და ტანგოს სტილში შექმნილი სასიმღერო კომპოზიციები ასევე ქალაქური და ლირიული სიმღერები.
ალბომის “სანამ დროა“ ავტორის, ელენე ბერიაშვილის მუსიკის ტექსტების, ემოციის და ცხოვრებისეული ამბების გადმოცემაა, რომელიც ვინილის ფირფიტაზე გაცოცხლდა.
ალბომის შეძენას შეძლებთ ვინილების მაღაზია „რეტრომანიაში”
მისამართი: თბილისი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა 41/27
ასევე ონლაინ, “რეტრომანიის” ვებგვერდზე: https://retromania.ge/product/elene-beriashvili-sanam-droa-ელენე-ბერიაშვილი-სან/

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact