ოქტომბერი 29, 2025 tatakr

„ბრავო რექორდსში“ ჯგუფი „ბანის“ ახალი სიმღერა იწერება

„ბრავო რექორდსში“ ჯგუფი „ბანის“ ახალი სიმღერა იწერება!

ქართული ეთნოფოლკ ჯგუფი „ბანი“ მუშაობს ახალ კომპოზიციაზე სახელწოდებით „ლომისა“.

სიმღერის მუსიკის ავტორია გიორგი ნიკოლაძე, ხოლო ტექსტის ავტორი — ამირან ჭიღლაძე.

ჯგუფი „ბანი“ დაარსდა 2011 წლის 2 იანვარს. 2016 წელს მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალზე ჩინეთში, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მეორე ადგილი დაიკავეს. იმავე წელს გამოსცეს პირველი ალბომი — „ესაა მთელის სამყარო“, ხოლო 2018 წელს ჯგუფმა შვეიცარიაში გამართა წარმატებული კონცერტები.

 

ჯგუფის შემადგენლობა:

მათე ფირცხელავა — სოლისტი, პირველი ხმა

რაულ ბიწაძე — სოლისტი, მეორე ხმა

გელა გოგიშვილი — დასარტყამი ინსტრუმენტები, მეორე ხმა

გიორგი ნიკოლაძე — ბასი, მეორე ხმა

ბესო კვიციანი — კლავიში, ბანი

ბესო მეტრეველი — გარმონი

ბექა მიქაძე — დრამი, ბანი

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact