“რეტრომანიამ” “ბრავო რექორდსის” მხარდაჭერით და თანადგომით მამუკა ჩარკვიანის პირველი ვინილის ალბომი “ჰიმნი თავისუფლებას” გამოსცა.
ალბომში, რომლის პრეზენტაციაც 14 ნოემბერს “ზაზანოვაში” გაიმართა, შესულია მამუკა ჩარკვიანის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჰიტები. ვინილის ფირფიტა დამზადდა გერმანიის ერთერთ წამყვან გრამფირფიტების მწარმოებელ ქარხანაში და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და პოლიგრაფიული შეფუთვით.
პრეზენტაციაზე მამუკას სიმღერები შეასრულეს გიორგი მეფისაშვილმა, ოთო ნემსაძემ, გიორგი ცხვარიაშვილმა, დათო ლონდარიძემ, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებმა.
მამუკა ჩარკვიანი ჭეშმარიტად სახალხო და მკაფიოდ გამოკვეთილი საკუთარი სტილის მქონე ავტორ-შემსრულებელია, რომელსაც რეპერტუარში უამრავი საკუთარი ჰიტი აქვს. მის სიმღერებს ყველა თაობაში ჰყავს მსმენელი, ხოლო ხელწერა და სასიმღერო სტილი კი ხშირად პირველივე ფრაზიდან ამოიცნობა. მამუკას მუსიკალური მემკვიდრეობა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის და ხშირად ჟღერს მათი შესრულებით სხვადასხვა კონცერტებსა თუ სატელევიზიო შოუებში.
მამუკა ჩარკვიანის სიმღერების უმეტესობა შექმნილია მამასთან, სახელოვან ქართველ პოეტთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან შემოქმედებითი კოლაბორაციის გზით, რაც თავისთავად უნიკალური ფაქტია ქართულ პოეზიასა და მუსიკალურ კულტურაში.
მამუკა ჩარკვიანის ვინილის ალბომი “ჰიმნი თავისუფლებას” რეტრომანიისათვის რექორდ ლეიბლის რანგში პირველი ოფიციალური გამოცემაა.
„ბრავო რექორდსი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
თაკო ჩარკვიანსა და ირინოლა ჩარკვიანს – პროექტის უპირობო მხარდაჭერისა და ნდობისათვის
რეტრომანიას, ქეთი კობიძეს და თორნიკე ჯალაღანიას – გამოცემის იდეის ავტორებს
ნია ბახტაძეს – ალბომის რეპარტუარის მოძიებაში დახმარებისთვის,
ზაქარია ჭელიძეს – ალბომის გარეკანის ფოტოსათვის,
ლუკა მირცხულავასა და გიორგი ნოზაძეს – ალბომის დიზაინისთვის
გიორგი ქორიძეს – ფირფიტის მასტერინგზე გაწეული შრომისთვის.
ფირფიტის შეძენა შესაძლებელია “რეტრომანიას” საიტსა და ფიზიკურ მაღაზიაში.















