პოპულარული ჯგუფი “ქიმერა” “ბრავო რექორდსში” ჩაწერილ თავის ახალ სიმღერაზე – Orange Rain გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს. ამ კლიპის გადასაღებად ჯგუფის წევრებს 18 საათიანი გზის გავლა მოუხდათ ავტომობილით. კლიპი თურქეთში, კერძოდ კი კაპადოკიის უნიკალური და მისტიური პეიზაჟების ფონზეა გადაღებული, რამაც ვიდეოს განსაკუთრებული ხასიათი და ატმოსფერო შესძინა.
ჯგუფი “ქიმერა” 2013 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ჯგუფის გიტარისტი – დათო ძიძიგურია. სახელწოდება “ქიმერა” ბენდის წევრებს გაზეთ “სითი ნიუსის” რედაქტორმა, ინგა სიორიძემ შესთავაზა, რადგანაც ქიმერას ფიგურა, სწორედ ამ გაზეთის ლოგოზე იყო გამოსახული. ამასთან ერთად, მან ჯგუფის წევრებს თავად ქიმერას მახასიათებლები დაუკავშირა, რის შედეგადაც ბენდის წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ბენდისთვის სახელად “ქიმერა” ეწოდებინათ.
სიმღერის Orange Rain მუსიკა ეკუთვნის “ქიმერას” წევრს გიგა მელქაძეს, ხოლო ტექსტი შექმნეს გვანცა ბერუაშვილმა და ირინა კომახიძემ. აღსანიშნავია, რომ გვანცა დათო ძიძიგურის მეუღლეა, ხოლო ირინა — გიგა მელქაძის მეუღლე.
“ბრავო რექორდსის” სახელით შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მართლაც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს.