რამოდენიმე დღის წინ, “ბრავო რექორდსს“, სტუმრად ცნობილი ამერიკული დუო “Poetry ‘N’ Motion” ეწვია და სტუდია დაათვალიერა. ჯგუფმა ზაფხულში თბილისში ჩამოსვლა, “ბრავო რექორდსში“, სიმღერის ჩასაწერად დაგეგმა, თუმცა ამჯერად ისინი, სპეციალურად, ჯგუფ „სახის“ 20 წლისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობისათვის მოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ჯგუფ “სახეს“, 20 წელი შეუსრულდა. საიუბულეო თარიღთან დაკავშირებით, გაიხსნა ჯგუფის ვარსკვლავი და თბილისის დიდ საკონცერტო დაბრაზში, ჩატარდა მათი კონცერტი. კონცეტრში მონაწილეობას ჯგუფ „სახის“ გარდა, არაერთი ცნობილი მომღერალი და ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ: ჯგუფი “Poetry ‘N’ Motion” (სპეციალური მოწვევით), სტეფანე მღებრიშვილი, „ქუჩის ბიჭები“, „Goofy Land”, მაიკო კაჭკაჭიშვილი, თიკა ჯამბურია, „გამოუვალი მდგომარეობა“, კაცაბერი და სხვა.
დათო ხუჯაძის, დათო ფორჩხიძისა და გოგა ხაჩიძის ტრიომ, 90-იან წლებში, ქართულ თანამედროვე მუსიკაში, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მათი სიმღერები, 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას.