19 მარტს, კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ახალი, რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ახალ ალბომში, სახელწოდებით “ნოდიკო ტატიშვილი”, 16 სიმღერაა შესული. აქედან 8, სტუდია “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. CD ალბომში, ყველასათვის საყვარელ ჰიტებთან ერთად, სრულიად ახალი სიმღერებიც შევიდა.
საღამოზე ასევე, ნოდიკოს ახალი ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილმა, პარიზში გადაიღო მის ახალ სიმღერაზე, სახელწოდებით “ნუ განიკითხავ”. სიმღერის ავტორი გახლავთ რუსა მორჩილაძე, ტექსტის ავტორი: ირინა სანიკიძე, პროდიუსერი: ბორიკო შხიანი, მიქსინგი და მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი / ბორიკო შხიანი, ჩაიწერა “ბრავო რექორდს”-ში
პრეზენტაციის ბოლოს, Signing party (დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიალი) გაიმართა.
საღამოზე მოსულ სტუმრებს შორის იყვნენ, ქართველი ცნობილი სახეები: მომღერლები, კომპოზიტორები, მსახიობები, ჟურნალისტები და სხვა.