მაისი 13, 2013 tatakr

26 მაისიდან ჯგუფ “შინის” უნიკალური ალბომი – “არაჩვეულებრივი გამოფენა” გაყიდვაში იქნება

ჯგუფი “შინი” გერმანიაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სამშობლოს უბრუნდება, სადაც სხვადასხვა სამომავლო გეგმებთან ერთად, ქართველ მსმენელს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს სთავაზობს, რომელსაც  “ბრავო რექორდსთან” ერთად, CD ალბომის სახით გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.

2012 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ რიგის კონგრესჰოლში, ჯგუფი “შინ” ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარსდგა ლატვიელი მსმენელის წინაშე.

ლატვიური პროექტის კონცეფცია აგებული იყო იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ. პრაქტიკულად, ეს მუსიკალური პროექტი, ერთგვარი მიძღვნაა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფ “შინის” წევრების მუსიკალური სოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამისგამოა პროექტის სახელწოდება “არაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და რათქმა უნდა, ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც “შინის” წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის  მხრიდან, უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ. სიმფონიური ორკესტრის გარდა, პროექტში მონაწილეობდნენ, ლატვიელი ბექ ვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.

ლატვიური პროექტისაგან განსხვავებით, ჯგუფ “შინის” ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტზე მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიურ ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური სექსტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. გარდა ამისა, სპეციალურად პროექტისათვის მოიწვიეს ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსები:

  • ხორხე პარდო – ესპანელი ფლეიტისტი, რომელიც პაკო დე ლუსიასთან და ჩიკ კორეასთან ერთად, არა ერთ პროექტზე მუშაობდა;
  • ილიას მირზაევი – თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის, ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;
  • ნორმუნდ შნე – ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე, მ. რასტრაპოვიჩთან, პ. დონაჰიუსთან, ი.ფაუსტთან და ჯ. ზავინულთან მუშაობდა;
  • რეი კაჩინსკი – ამერიკელი დრამერი, რომლის კარიერაც უკავშირდება რენდი ბრეკერს, ჯო ლოვანოს და რამნად ვ. რაგავალს.

პროექტის მუსიკალური კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების ჩართულობა, ხაზს უსვამს, პროექტის მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას, რაც თავის მხრივ, კულტურათა დიალოგის ერთგვარი გამოვლინებაა.

ჯგუფი “შინის” ახალ ალბომში, შედის 11 მუსიკალური ნაწარმოები. სტუდიური ჩაწერები, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში, აპრილში განხორციელდა.

CD ალბომის რეზენტაციას კონცერტის სახით, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, “ბრავო რექორდსი” ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზსში, 26 მაისს გამართავს. ხოლო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 29 მაისს, ჩატარდება განმეორებითი კონცერტი.

კონცერტის მთავარი რეჟისორი: დავით დოიაშვილი

მთავარი ხმის რეჟისორი: აჰიმ ჰუბერი (გერმანია)

მოცეკვავეები: ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი

ქორეოგრაფი: ალექსანდრა ევტიმოვა (მაკედონია)

CD ალბომის შეძენა შესაძლებელია 26 მაისიდან, “ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში (სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიები: ბიბლუსის მაღაზიათა ქსელი, ლიტერატურული კაფეები, მაღაზია გურუ, აეროპორტის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, სუვენირების მაღაზიები რუსთაველის გამზირზე, წიგნის სახლი ბახტრიონის ქუჩაზე, DVD სამყარო, პარნასის ქსელი, პეკინის ქუჩაზე არსებული დისკების მაღაზია, ლესელიძეზე არსებული დისკების მაღაზია, რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრები და ა.შ.). ალბომის ფასი იქნება 20 ლარი.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, მომავალში, ჯგუფი “შინ” გახდეს “ბრავო რექორდსის” Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებს, მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი”.

პროექტის მხარდამჭერები:

  • თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • მუსიკალური ბიზნეს-კომპანია “ბრავო რექორდსი”
  • ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი”

სპონსორები:

  • პროექტის წარმდგენი – “ნატახტარი”
  • პროექტის სპონსორი – “ბილაინი”
  • პროექტის სპონსორი – “კაპაროლი”

რადიო მხარდამჭერები:

  • რადიო “არ დაიდარდო”
  • რადიო “ფორტუნა”
Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact