26 ნოემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნუცა თოფურიას სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა და სტუმრების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტზე ალბომში შესული სიმღერების გარდა, შესრულდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერების ახლებური ვერსიები.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს:
ბენდი „ნიუტონი“ – ბასი: შაკო ღელეყვა; დრამი: ლევან აბშილავა; გიტარა: ზურა ასტამაძე; კლავიში: ამირან დიასამიძე.
სპეციალურად მოწვეული ქართველი მომღერლები და მუსიკოსები: ნოდარიკო ხუციშვილი; გიორგი ცხადაძე; ლუკა ჭოხონელიძე; სანდრო გეგეჩკორი; ლუკა თოფურია; ლევან კემულარია (კემო); დიმიტრი ლეკვეიშვილი (დიტრიხა)
კონცერტის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში გაიმართა ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (signing party).
იდეის ავტორი: ზაზა შენგელია
მუსიკალური ხელმძღვანელი: მარინა ბერიძე
დამდგმელი რეჟისორი: დათო გერსამია
პროდიუსერი: თათა ქრისტესაშვილი
სცენა/გახმოვანება/ბექლაინი: ჯეოვოისი
სცენის მხატვარი: შაკო პოპიაშვილი
ინსტალაციები: ალეკო ქურდობაძე (ჩელე)
ფოტო: გიორგი ინდუაშვილი
ტანსაცმლის დიზაინი: ანუკა ქებურია
მაკიაჟი: თათა მალუგინა
თმის სტილისტი: შორენა ჯიქია