დეკემბერი 9, 2019 tatakr

30 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა (ვიდეო)

30 ნოემბერს, 55 წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის აღსანიშნავად, თბილისის საკონცერტო დარბაზში, კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის სიმღერების საღამო გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, “ბრავო რექორდსი” გახლდათ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: “თბილისის სიმფონიური ორკესტრი” დირიჟორი – ვახტანგ კახიძე; კონცერტმეისტერი – ნინო გულიაშვილი; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი “შვიდკაცა”; “თეატრალურის კვარტეტი”; ანსამბლი “რუსთავი”; ნეკა სებისკვერაძე; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე.

კონცერტი ჩატარდა “თბილისის სიმფონიური ორკესტრის” თანხლებით, რომელსაც უდირიჟორა ვახტანგ კახიძემ. სწორედ, აღნიშნულმა განაპირობა კომპოზიტორის 13-წლიანი პაუზის შემდეგ, დიდ სცენაზე დაბრუნება. საღამოზე შესრულდა, კომპოზიტორის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად, ამ კონცერტისთვის შეიქმნა “ბრავო რექორდსში” (არანჟირების ავტორები, “ბრავო რექორდსის” არანჟირების სპეციალისტები გახლავთ: ბორიკო შხიანი და მამუკა (პეკე) ბეგაშვილი). კონცერტზე, ასევე გაჟღერდა ის ცნობილი ვერსიერბი, რომლის არანჟირებებიც ეკუთვნის ვახტანგ კახიძეს.

ფოტომასალა – მირიან მელაძე / ზაქარია ჭელიძე

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact