14 მაისს, დიუსელდორფში “ევროვიზიის” კონკურსის ფინალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელით, ქართული როკ–ჯგუფი “ელდრაინი” იღებდა მონაწილეობას. ისინი ათეულში გავიდნენ სიმღერით “კიდევ ერთი დღე” და საბოლოოდ, მეცხრე ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ სიმღერა, “კიდევ ერთი დღე”, ევროვიზიის პირველი ქართული საკონკურსო სიმღერაა. ფონოგრამა საქართველოში, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში ჩაიწერა. როგორც ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ეს ფონოგრამა გამოირჩეოდა თავისი ჟღერადობითა და ჩაწერის მაღალი ხარისხით.