12 ივნისს, რესტორან OTIUM-ში, საქართველოს ვარსკვლავის, ნინა სუბლატის, სადებიუტო ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, “ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით ჯიქიამ, პრესის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს, საქართველოში, პირველი ლიცენზირებული ელექტრონული ფესტივალის, Global Gathering 2014-ის ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
2014 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველად, ”ბრავო რექორდსი” რუსთავის მერიასთან ერთად ატარებს მსოფლიოში ცნობილი, ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანულ ფესტივალს – Global Gathering 2014. ფესტივალი 2001 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველწლიურად ტარდება და აღიარებულია, როგორც საუკეთესო საერთაშორისო ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ფესტივალი. 19 და 20 სექტემბერს, 40 000-მდე მსმენელს, რუსთავის მოტოპარკში, მსოფლიოს სუკეთესო დიჯეები დაუვიწყარი უიქენდს პირდებიან. გარდა უცხოელებისა, ფესტივალზე გამოვლნენ, ქართველი დიჯეები და მუსიკოს-შემსრულებლები. სწორედ ამ შემსრულებელთა სიაში მოხვდა ნინა სუბლატი, რომელიც მსმენელის წინაშე, პირველად წარსდგება ახალი CD ალბომის რეპერტუარით.
იხილეთ Global Gathering 2013 ბრიტანეთში: