ცნობილმა უკრაინულმა ბენდმა – ”SUNSAY” და მათმა ლიდერმა ანდრეი ზაპოროჟეცმა, “ბრავო რექორდსში” ლაივ სესიები ჩაწერეს და გადაიღეს. მათ შორის ერთერთი კომპოზიციის – ”I Am What I Am” პრემიერა ახლახანს ბენდის იუთუბ არხზე შედგა. ამ სიმღერის გარდა, ლაივ სესიებზე ბენდმა შეასრულა სხვა თრექებიც, რომელთა ვიდეოებიც უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება.
”SUNSAY” არის ფიუჟენ-ფანკ-რეგეის ჟანრში, უკრაინაში და ევროპაში მომუშავე პოპულარული ჯგუფი, რომელიც 2007 წელს დააარსა უკრაინელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ჯგუფ „5’nizza“-ს წამყვანმა ვოკალისტმა ანდრეი ზაპოროჟეცმა. ჯგუფის სიმღერების ბოლო ალბომი რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოუცემელი, მესამე ალბომის გადამუშავებულ თრექებს ეფუძნება. ბენდი სიმღერების ძირითად ნაწილს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე ასრულებს.