ქართულმა როკ-ბენდმა Elsinor-მა რიგით მეორე EP ალბომი — Elsinor 2 ოფიციალურად გამოუშვა. ალბომის ყველა სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა.
ალბომში შესული სიმღერების მოსმენა შესაძლებელია ბენდის YouTube არხსა და სხვა მუსიკალურ პლატფორმაზე.
ბენდი 2007 წელს დაარსდა ვოკალისტისა და სიმღერების ავტორის, დავით ზუბიაშვილი მიერ. დაარსებიდანვე ჯგუფის მთავარი მიზანია საქართველოში საავტორო როკ-მუსიკის განვითარება.
წლების განმავლობაში ჯგუფმა არაერთი ცოცხალი კონცერტი გამართა თბილისში, გამოუშვა ალბომი და სინგლები — “Like a Robin Hood”, “Now Is the Time”, “Children of the Sun”, რომლებმაც ტელე და რადიო ეთერიც მოიცვა.
Elsinor-ის მუსიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტექსტებს — სოციალური თანასწორობა, ცხოვრების ფილოსოფიური გააზრება და ძლიერი პოეტური თუ ეზოთერული ელემენტები ბენდის ხელწერას ქმნის.
ბენდი წევრები:
გიორგი ჯიქია — გიტარა
ბესო წიკლაური — ბასი
ანა თევდორაშვილი — კლავიში
დათო ზუბიაშვილი — ვოკალი
პაატა წულეისკირი — დრამი







