„ბრავო რექორდსი“ წარმოგიდგენთ ვიდეოკლიპს ელენეს სადებიუტო ალბომიდან „სანამ დროა“, რომელიც ჩვენს სტუდიაში ჩაიწერა და ვინილზეც გამოიცა.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებისა და საქართველოს სახელმწიფო არქივის ისტორიული ფოტომასალის გაცოცხლებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კლიპი XIX საუკუნიდან 1920-იანი, 1950-იანი და 1970-იანი წლების თბილისში გვამოგზაურებს, ფინალში კი მომავლის ქალაქსაც გვიჩვენებს.
ამ რთული შემოქმედებითი იდეის განხორციელებისთვის განსაკუთრებული მადლობა AI Startups-ის გუნდს, პროდიუსერ ლაშა ჭიტაძესა და რეჟისორ ბექა ჯგუბურიას!
მუსიკისა და ტექსტის ავტორი – ელენე ბერიაშვილი
სიმღერის გამორჩეული არანჟირება – ცირა ბზიშვილი.
ჩაწერა, მიქსინგი და მასტერინგი – „ბრავო რექორდსის“ მთავარი ხმის ინჟინერი ალეკო ბერძენიშვილი.
ნახეთ „ამამღერე“ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!

