ივნისი 18, 2014 tatakr

BRAVISSIMO.GE მეკობრეობასთან ბრძოლას იწყებს (ვიდეო)

მიმდინარეობს რეალური ბიძგი, ინტერნეტში, მეკობრეობასთან ბრძოლის ქმედითი პროცესების დასაწყებად. საქართველოს ევროინტეგრაციის ფონზე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ავტორ-შემსრულებლები, უკვე დიდი ხანია, გამოხატავენ ერთიან ინიციატივას, თავიანთი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. “ბრავო რექორდსი” და “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია”, აცხადებს მზადყოფნას, დაიცვას ქართველ ხელოვანთა უფლებები და აღკვეთოს ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების არალეგალური გავრცელება.

წინამდებარე პროცესში ჩართული ყველა მხარე, იმედს გამოთქვამს, რომ დაწყებული ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact