“ბრავო რექორდსში”, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ქართველი DJ Voicedrone ახალ ტრეკზე მუშაობს, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ლაშა ჟორჟოლიანია. ლაშა, რამოდენიმე წელია, ინგლისში კერძოდ, ლონდონში მოღვაწეობს, სადაც საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს. ის ძალიან მალე, EP ალბომის გამოშვებას გეგმავს, სახელწოდებით „Emotional Disorder”. ალბომში შევა, მისი ახალი ტრეკი – „Why“, რომელშიც გამოყენებულია ცოცხალი ინსტრუმენტები, მათ შორის როიალი. ის „ბრავო რექორდსში“, პიანისტმა გიორგი ყაჭაშვილმა ჩაწერა. ამავე ტრეკზე, გადაღებულია ვიდეო კლიპიც. პრეზენტაცია იანვრის ბოლოს, ლონდონში იგეგმება.
მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი
ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge
Developed by Plexygon.com