პირველად საქართველოში, 2015 წლის 11 სექტემბერს, „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით, ელექტრონული მუსიკის ბრიტანული ფესტივალი GlobalGathering ჩატარდა. „ბრავო რექორდსი“, ორი წლის მანძილზე მუშაობდა აღნიშნული ფესტივალის ჩატარებისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში, გაიმართა ლიცენზირებული მუსიკალური ფესტივალი. GlobaGathering ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, უკრაინაში და საამაყოა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალს, ახლა უკვე, საქართველოც დაემატა.
GlobalGathering საქართველოში დიდი წარმატებით შემოვიდა, მას ესწრებოდა ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა – 25,000 ადამიანი, საიდანაც მრავალი ტურისტი იყო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის 9,000-მდე ბილეთი უცხოელებზე გაიცა.
ფესტივალის ჰედლაინერი გახლდათ მუსიკალური პრემია Grammy-სა და Brit Awards-ის მფლობელი, MTV Music Video Awards-ის 10-გზის გამარჯვებული, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიჩნეული ლეგენდარული FatBoy Slim! ფესტივალზე ასევე უკრავდნენ სხვა უცხოელი და ქართველი DJ-ები: Kryder / Tom Staar / Paul Thomas / Kevin Saunderson / Sukhie / DJ Shock / Makaren / Aram Chakhoyan /DJ Shock / Evol Waves / Bravo House Project (Nina Sublatti/Nuka Kvaliashvili/Mariko Lezhava/Levan Maspindzelashvili/Alex Berdzenishvili) / Vako T / Lasha / Vako Key / Gio Shengelia / Zurkin. GlobalGathering Georgia 2015-ის ფარგლებში, პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია შედგა Progressive House-ის ჟანრში. ეს გახლავთ, Bravo House Project, რომლის ავტორებიც არიან „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტი, ბორიკო შხიანი და კომპოზიტორი, მანუჩარ მანჯავიძე. პროექტში მონაწილეობდნენ, უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: ნინა სუბლატი, ნუკა კვალიაშვილი, მარიკო ლეჟავა, ლევან მასპინძელაშვილი და ალეკო ბერძენიშვილი. Bravo House Project-მა ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალის მსვლელობისას, „ახალგაზრობის საერთაშორისო ცენტრის“ წევრი სტუდენტების მიერ, იდგმებოდა სხვადასხვა სანახაობრივი წარმოდგენები: ფლეშმობი, ოჩო ფეხებიანი მსახიობების ნომრები, ცეცხლოვანი შოუ და სხვა.
საქართველოში ფესტივალის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქართველი არტისტების საერთაშორისო ფესტივალებზე გაყვანა. GlobalGathering კი, თავისი მასშტაბებით, იდეალური ტრამპლინია ნიჭიერი ქართველი შემსრულებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდა ინდუსტრიული იმიჯის მქონე ქალაქ რუსთავში, კერძოდ, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აღნიშნული ლოკაცია, სრულად აკმაყოფილებდა ფესტივალის ჩატარებისთვის ყველა აუცილებელ მოთხოვნას და შეიძლება ითქვას, იდეალური საფესტივალო სივრცე აღმოჩნდა. ფესტივალის ფარგლებში, რუსთავში, GlobalGathering-ის მეგობარი კომპანიის, „რუსთავის აზოტის“ ინიციატივით, სტადიონის კედელზე, გაკეთდა გრაფიტი, რამაც ძალიან გაახალისა ქალაქი. ხოლო, მათ, ვინც ფესტივალის Facebook გვერდზე გაკეთებული კონკურსის ფარგლებში, მოხატულ კედელთან გადაიღეს ფოტო, საჩუქრად გადაეცათ, ფესტივალის ბრენდირებული მაისურები FatBoy Slim-ის ავტოგრაფით.
GlobalGathering Georgia 2015, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის მერიის და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალის გენერალური სპონსორი კომპანია „ნეთ კრედიტი“ გახლდათ.