“ბრავო რექორდსის” პარტნიორი კომპანია Altervision Group და საქართველოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, კოვიდპანდემიით გამოწვეული ორ წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
ფესტივალის დაწყებამდე რამოდენიმე დღე რჩება, თუმცა მანამდე, წელსაც ისევე როგორც გასულ წლებში, გაიმართა ახალბედა მუსიკოსების ასევე ტრადიციული Open Air-ის თანმხლები ყოველწლიური კონკურსი Newcomers, სადაც 16 საუკეთესო ფინალისტი Tbilisi Open Air-ის და ROKVA-ს ფესტივალების მთავარ სცენებზე გამოსვლისთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
კომპანია “ბრავო რექორდსმა”, როგორც Altervision Group-ის პარტნიორმა კომპანიამ, ფინალურ შოუზე თავისი ფავორიტი ბენდი დაასახელა, რომელსაც საჩუქრად გადაეცა სრული სტუდიური მომსახურება, ერთი სიმღერის ჩაწერაზე. Newcomers-ის წლევანდელ ფესტივალზე “ბრავო რექორდსის” რჩეული გახდა ჯგუფი – The Generation, რომელიც უახლოეს მომავალში “ბრავო რექორდსის” სტუდიებში ჩაწერს ერთ-ერთ სინგლს საკუთარი რეპერტუარიდან.