ნოემბერი 3, 2016 tatakr

Sophie Villy “ბრავო რექორდსში” ახალ ალბომზე მუშაობს

ამერიკასა და უკრაინაში მოღვაწე, უნიჭიერესი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი Sophie Villy (სოფო ხუციშვილი) ახალ, რიგით მესამე ალბომზე მუშაობს. თბილისს Sophie Villy-ის ბენდის წევრი, უკრაინელი დრამერი, დიმიტრი ზინჩენკო ესტუმრა, რომელიც „ბრავო რექორდსში“, თავის პარტიას წერს. ახალ ალბომში, სახელწოდებით – „Planet A”, 11 და ბონუსად, 1 სიმღერა შევა. მათ შორის იქნება, კოლაბორაციები ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან. პრეზენტაცია, საერთაშორისო მასშტაბით, 2017 წლის მარტში იგეგმება. შეგახსენებთ, რომ Sophie Villy-მ, პირველი ალბომი „Mother Fish“ და მეორე ალბომში („DRESS”) შესული, რამდენიმე სიმღერა, „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact