უკრაინაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, Sophie Villy-მ (სოფო ხუციშვილი), ”ბრავო რექორდსში“, ახალი ალბომისათვის “DRESS”, სამი სიმღერა ჩაწერა. იგი მომღერალი, კომპოზიტორი, საკუთარი რეპერტუარის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გახლავთ. ალბომი 2014 წლის თებერვალში გამოიცემა.
Sophie-მ პირველი ალბომი ,,Mother Fish’,’ “ბრავო რექორდსში“ ჩაწერა, რომელშიც მისი 11 სიმღერა შევიდა და რომელიც მომღერალმა საკუთარ დედას მიუძღვნა.
Sophie-მ ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლიდან დაიწყო, 10 წლიდან კი გიტარაზე დაკვრამ გაიტაცა. საკუთარ სიმღერებს, 14 წლიდან წერს. 18 წლიდან-დღემდე, კიევში მოღვაწეობს. თავდაპირველად თავისივე შექმნილ ჯგუფში, “Back Stage-ში” უკრავდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ, Sophie სოლო კონცერტებით აგრძელებს კარიერას.