ივნისი 13, 2011 tatakr

Tbilisi Open Air 2011 ”ბრავო რექროდსის” მხარდაჭერით ტარდება

11-12 ივნისს, Altervision Group-ის ორგანიზებით, Tbilisi Open Air 2011 ჩატარდა. მუსიკალური ფესტივალი, წელს, მეორედ გაიმართა და ქართველებთან ერთად, მასში მონაწილეობდა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან ჩამოსული 20 მუსიკალური ჯგუფი. მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება: The Benedicts, Mutual Friends, The Smile, Ketrine & Me, Tako & Green Mama, Me and My Monkey, Z for Zulu, Herr Styler, Wallace Vanborn, The Forest, Exit, PornoPoezia, Salio, Space Jam, UR, Str!ng, The Fades, Moodorama, Greenbeam and Leon.

Tbilisi Open Air პირველად, 2009 წელს ჩატარდა, ფესტივალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში. ფესტივალი 2011 წლიდან, გაწევრიანებულია საერთაშორისო მუსიკალურ ორგანიზაციაში – Sonicbids. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები და არამხოლოდ დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებასა და პოპულარიზაციას. “ბრავო რექორდსი”, მხარდაჭერის ფარგლებში, უზრუნველჰყოფს გადაღებასა და ფესტივალის ჩაწერას.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact