„თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მხარდაჭერით, „ბრავო რექორდსმა“, A Cappella სექსტეტის “The Georgian Six-ის“ სადებიუტო ალბომი, “დრო” გამოუშვა. ალბომთან დაკავშირებით, დღეს, “ბრავო რექორდსში”, პრესკონფერენცია შედგა.
ალბომში შესულია საქართველოში, ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი, ყველაზე პოპულარული სიმღერები, სრულიად განსხვავებული არანჟირებებით. მათ შორის: ალექსანდრე ბასილაიას „წვიმად გადავიქეცი“; გია მაჭარაშვილის „გაიღიმე“; რუსა მორჩილაძის „იები“; გია ყანჩელის „ჯადოსნური კვერცხი“; დათო ევგენიძის „რომანსერო“; ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების კომპილაცია; აჩიკო გულედანის „მისები“ და სხვა.
“The Georgian Six” შეიქმნა 2013 წელს, ხოლო ჯგუფი ამ შემადგენლობით, დაკომპლექტდა 2016 წელს. ჯგუფის წევრები არიან: სოპრანო – ქეთევან ქართველიშვილი, 1 ტენორი – ირაკლი ტყვაცირია, 2 ტენორი – თორნიკე მერაბიშვილი, 3 ტენორი სოლომონ გოგილაშვილი, ბარიტონი – ლაშა მიროტაძე, ბანი – ვანო დვალიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფის ექვსივე წევრი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით და მაგისტრის ხარისხით.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა “The Georgian Siх”, მონაწილეობა მიიღო, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე, 2016 წელს, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაში “საუკეთესო ვოკალი” და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი. აგრეთვე, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, საერთაშორისო ფესტივალზე “Vokal.Total.2016”, სადაც წარადგინა და პოპულარიზაცია გაუწია, ქართულ მუსიკას. ჯგუფმა ფესტივალზე, საპრიზო ადგილი დაიკავა და გაიმარჯვა ნომინაციაში – დარბაზის რჩეული.
ჯგუფს გამართული აქვს რამოდენიმე სოლო კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.