ნოემბერი 9, 2012 tatakr

“ბრავო რექორდსის” ვარსკვლავური პროექტის თბილისური მინი პრეზენტაცია

დათო არჩვაძეს ქართველი მსმენელი იცნობს, როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი ქალაქური სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. “ეს ქალაქია”, წარმოადგენს დათოს, როგორც ავტორის, პირველ ალბომს. ამისთვის ის დიდი ხანია ემზადება. ალბომში შესულ 15-ივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი “ბრავო რექორდსის” მეორე პროექტია, თუმცა პირველი ვარსკვლავური ალბომი.

“ბრავო რექორდსის” გუნდი ექვსი თვის მანძილზე, მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით. დასავლური “რექორდ ლეიბლების” მსგავსად, “ბრავო რექორდსმა” უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, პრომოუშენი, ალბომის პრეზენტაცია და დისტრიბუცია

სექტემბერში, სიღნაღში, სასტუმრო “კაბადონში”, გაიმართა ალბომის პრეზენტაცია. ხოლო 9 ნოემბერს, თბილისში, ბარ-რესტორან “ვივენდოში”, მოეწყო ავტოგრაფის დარიგების ცერემონია (ე.წ. Signing Party). “ვივენდოში” მოწვეულ სტუმრებს დათოს ხელმოწერილ ალბომთან ერთად, საჩუქრად გადაეცათ, სპეციალურად დათოსთვის შექმნილი ღვინო – საფერავი, რომლის ეტიკეტიც დათოს ალბომის დიზაინითაა დამზადებული. ღვინო დათომ საჩუქრის სახით მიიღო მისი მეგობრის, დავით სონღულაშვილისგან, რომელიც შეზღუდული რაოდენობით სპეციალურად დათოსთვის გაკეთდა.

ავტოგრაფების დარიგების გარდა, რესტორან “ვივენდოში”, გაიმართა მინი კონცერტი, კონცერტში მონაწილეობდნენ ის მომღერლები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ესწრებოდნენ სიღნაღში, სასტუმრო “კაბადონში” გამართულ ალბომის პრეზენტაციას.

ალბომში შევიდა თხუთმეტი სიმღერა, აქედან ცხრა ახალი და ექვსი ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტი:

  1. ეს ქალაქია – ნანი ბრეგვაძე და ქართული ხმები
  2. ტირიფი – რომა რცხილაძე
  3. თეთრი სანთელი – კობა ჭეფხოძე და ლელა თელია
  4. სიყვარულზე გიმღერებ – თეატრალურის კვარტეტი
  5. მიყვარხარ – ნინო ქათამაძე
  6. ერთი ოცნება – ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე
  7. ბედნიერი წამი – დათუნა მგელაძე
  8. შენი სიმღერა – მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე
  9. სიყვარულს გპირდები – “დუეტი ჯორჯია”
  10. მოწყალება გაიღე – ნატო გელაშვილი და დათო არჩვაძე
  11. ია – თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები
  12. ნაფერები იები – ლაშა ღლონტი
  13. მონატრებიხარ ფიქრებს – ლაშა ღლონტი, ენდრიუ პარტინი და დათო არჩვაძე
  14. მზიანი ღამე – ნეკა სებისკვერაძე
  15. საჩუქარო ღვთისაო – დათო არჩვაძე

პროექტის სპონსორები: ბარ-რესტორანი ვივენდო და ბუტიკ სასტუმრო კაბადონი

პროექტის პარტნიორი: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact