დეკემბერი 4, 2014 tatakr

“ბრავო რექორდსი” “სუხიშვილების” პროექტ “რამიშვილების” CD ალბომს გამოსცემს

4 დეკემბერს, “ბრავო რექორდსში“, ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ინოვაციური პროექტის, „რამიშვილიების“ CD ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

პროექტ „რამიშვილების“ ავტორი, „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, ილიკო სუხიშვილია. აღნიშნულ CD ალბომში შესული მუსიკა, სწორედ მას და „სუხიშვილების“ ბენდის მუსიკოსს, დავით აზირაშვილს, ეკუთვნით; არანჟირებაზე კი ბენდის ყველა მუსიკოსმა იმუშავა. CD ალბომის დიზაინის ავტორი, ბაჩა მალაზონია გახლავთ. ალბომის ჩაწერაზე, მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, პროექტის შესახებ, მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს: „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა – ნინო სუხიშვილმა, პროექტ „რამიშვილების“ ავტორმა – ილიკო სუხიშვილმა, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა – ზაზა შენგელიამ, პროექტის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა – სოფო ჭაავამ და ილია ენუქაშვილმა. აგრეთვე, პროექტის მხარდამჭერი კომპანიის, „თელიანი ველის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნუცა ავალიშვილმა.

ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გაიმართება, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

პროექტი, „რამიშვილები“, განხორციელდა კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact