6 მარტს, ”ბრავო რექორდსში“, ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც სტუდიამ პრესის წარმომადგენლებს ახალი მუსიკალურ ჯგუფი The Groove წარუდგინა. ჯგუფი იმ მუსიკოს-შემსრულებლების სიაში მოხვდა, რომლებმაც “ბრავო რექორდსის“ მუსიკალური პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. The Groove 2012 წელს შეიქმნა და 7 ახალგაზრდა მუსიკოსს აერთიანებს. ჟანრობრივად, საკმაოდ მრავალფეროვან ინგლისურენოვან რეპერტუარს, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ვახტანგიშვილი (რითმ გიტარა) თავადვე ქმნის.
ჯგუფის წევრები:
ვოკალი: ანი კეკუა და გიორგი მეფისაშვილი (მეფისა)
რითმ გიტარა, კომპოზიტორი: გიორგი ვახტანგიშვილი
სოლო გიტარა: ირაკლი გაფრინდაშვილი
ბას გიტარა: ლევან მიქაბერიძე (მაჩვი)
დრამი: გიორგი გვანცელაძე
კლავიში: პაპუნა შარიქაძე
ჯგუფის სადებიუტო ალბომზე მუშაობა ”ბრავო რექორდსში“, ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საკონცერტო სამზადისი. სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით MEDITATE, ორი დისკისგან შედგება. ერთზე, თავმოყრილია თორმეტი მუსიკალურ ნაწარმოები, ხოლო მეორეზე, ალბომის გამხსნელ სინგლზე – Run, Forrest, Run გადაღებული ვიდეო კლიპი. (კლიპის რეჟისორი: ბასა ფოცხიშვილი)
8 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება ჯგუფის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი.