მსოფლიოს ერთერთმა უმსხვილესმა კინოკომპანიამ – “დისნეი”, “ბრავო რექორდსში” ქართულ ენაზე დუბლირებული ახალი ანიმაციური ფილმის Encanto-ს სიმღერების ქართულენოვანი ვერსიები Spotify-ისა და Youtube-ის ოფიციალურ გვერდებზე ატვირთა
ანიმაციური ფილმი Encanto უოლტ დისნეის კინოსტუდიის რიგით მესამოცე ნამუშევარია, რომელმაც “ოქროს გლობუსის” 2022 წლის დაჯილდოებაზე “საუკეთესო ანიმაციური ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის საუნდთრექი ცნობილ კომპოზიტორს, Germaine Franco-ს ეკუთვნის.
ფილმის ქართულ ენაზე გახმოვანებაზე მუშაობდნენ:
დუბლირების რეჟისორი – ნინო შადური
ხმის რეჟისორი – სანდრო მაზიაშვილი
მუსიკალური პროდიუსერი – ალეკო ბერძენიშვილი
ქართული სიმღერების ტექსტის ავტორი – მაკა აროშიძე
სიმღერების ქართულ ენოვანი ვერსიების შესრულებაზე მუშაობდნენ როგორც ცნობილი, ასევე ახალგაზრდა პოპულარული ქართველი მსახიობები და შემსრულებლები: ნატალია ნაყოფია, ნათია კავსაძე, მარიამ (მემე) ჟორდანია, ლუკა ახალაძე, სალომე ესაძე, სანდრო კახეთელიძე, ლალი გოგიძე, თეკლა სალუქვაძე და სხვები
ქართველ მაყურებელს უკვე აქვს შესაძლებლობა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაციური მოვლენა “კავეას” კინოთეატრებში იხილოს