ნოემბერი 22, 2012 tatakr

თამთა ცხვიტავა სტრასბურგში სოლო კონცერტს ჩაატარებს (ვიდეო)

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს პირველად ეძლევა შანსი, მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გააცნოს. საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყნების შერჩევისას, არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში მიწვეულები არიან ანსამბლები: “სუხიშვილები”, “რუსთავი”, “ლაშარი”, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი და  სხვა. ქართველ მომღერალ თამთა ცხვიტავას კი სტრასბურგში, სოლო კონცერტის ჩატარების პატივი ერგო. იგი 10 დეკემბერს,  ოპერის მცირე დარბაზში,  6-კაციან ბენდთან ერთად წარსდგება მაყურებლს წინაშე, სადაც შეასრულებს სიმღერებს, თავისი პირველი ალბომიდან – “დასაწყისი” და ასევე, უცხოურ ქავერებსაც შესთავაზებს მსმენელს.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact