საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ”ბრავო რექორდსი”, ირაკლი ჩარკვიანის ერთგულ მსმენელს უნიკალურ პროექტს სთავაზობს, რომელიც გულისხმობს, ახალი CD ალბომის გამოშვებას ექსკლუზიურ მასალებზე აწყობილი ბროშურის თანხლებით.
CD ალბომი, სახელწოდებით THE BEST OF KING, ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებულს წარმოადგენს. ალბომში შევა, ირაკლი ჩარკვიანის, ყველა დროის საუკეთესო, თორმეტი ჰიტი.
გარდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებებისა, ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც აეწყობა ირაკლის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებული ექსკლუზიური ფოტოებით, ჩანაწერებით და ირაკლის საუკეთესო ლექსებით.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუსიკალური ნაწარმოებების დასუფთავება. პარალელურად, ალბომის დიზაინის კონცეფცია ყალიბდება. სავარაუდოდ, ალბომზე მუშაობა, ერთ თვეში, დასრულდება და ყველა მსურველს, შესაძლებლობა ექნება, „ბრავო რექორდსის, სადისტრიბუციო ქსელში შეიძინოს ირაკლის საუკეთესო სიმღერების კრებუილი.
პრესკონფერენციას წარუძღვნენ:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე – ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი
ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი – მარინა ბერიძე
”ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი – ზაზა შენგელია
ქეთათო პოპიაშვილი
გელა ჩარკვიანი
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
პროექტის სპონსორები: „პე-ეს-პე“ და „კავკასუს ონლაინი“
პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”