ნოემბერი 17, 2011 tatakr

ნანი ბრეგვაძემ “ბრავო რექორდსში” ახალი სიმღერა ჩაწერა

ნანი ბრეგვაძემ “ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერ სტუდიაში, რევაზ ლაღიძის  სიმღერის (“ბალადა ვაზზე”) ახალი ვერსია ჩაწერა.

იოსებ ნონეშვილის ლექსზე (“რთველი არის თუ შენი ქორწილი”) შექმნილი ეს სიმღერა, ქალბატონმა ნანიმ, პირველად, 30 წლის წინ ჯანო კახიძის ორკესტრთან ერთად ჩაწერა პირველი არხის სტუდიაში. ამასთან დაკავშირებით, ნანი ბრეგვაძე საინტერესო ამბავს იხსენებს: იგი საგასტროლოდ მოსკოვში მიემგზავრებოდა, როცა შეატყობინეს, რომ ამ სიმღერის ჩასაწერად უნდა მისულიყო. არადა, გამგზავრებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. იმ პერიოდში, მომღერლისა თუ ორკესტრის პატარა შეცდომაზეც, ჩაწერა თავიდან იწყებოდა. მოხდა ისე, რომ ეს სიმღერა, პირველივე ცდაზე ჩაიწერა.

“ნაზო ქალწულო დალალდაწნულო” ნანი ბრეგვაძის ახალ ალბომშიც შევა, რომელიც ასევე “ბრავო რექორდსში” ჩაიწერება და ქალბატონი ნანის საქართველოში გამოცემული პირველი სოლო ალბომი იქნება.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact