ცნობილმა პოლონელმა პოპ მომღერალმა, Natalia lesz-მა, “ბრავო რექორდსში”, ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერა ბათუმს ეძღვნება და 60-იანი წლებში, ჯგუფ “ფილიპინკის” მიერ ბათუმზე შესრულებული სიმღერის ახალებურ ვერსიას წარმოადგენს. სიმღერის არანჟირებაც კომპანია “ბრავო რექორდსში” გაკეთდა.
რეჟისორი ზაზა ორაშვილი, ნატალიას ახალ სიმღერაზე, ვიდეო კლიპს იღებს. კლიპში, ვიხილავთ ბათუმის ღირშესანიშნაობებს, გასართობსა და დასასვენებელ ადგილებს. ეს ერთგვარ სარეკლამო ფუნქციასაც შეასრულებს პოლონელი მაყურებლისათვის.