ნოემბერი 7, 2011 tatakr

6 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში, ტრიო “სიმის” საიუბილეო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

6 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში, ტრიო “სიმის” საიუბილეო კონცერტი გაიმართა. მოწვეული სტუმრების წინაშე, “ტრიო სიმი” ძველი და ახალი რეპერტუარით წარსდგა. ანსამბლს აკომპანიმენტს უწევდა სტუდია “ბრავო რექორდსის” მიერ, კონსერვატორიის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ორკესტრი. კონცერტის გახმოვანება და ჩაწერა ”ბრავო რექორდსმა” უზრუნველყო, ხმის რეჟისორი მატია სარტორი გახლდათ.

საიუბილეო ალბომი “20 წლის შემდეგ”, “ბრავო რექორდსმა” გამოსცა. ამ ალბომში შესული ყველა სიმღერა, “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა.
საიუბილეო ალბომი, “ბრავო რექორდსის” ორკესტრის (ხელმძღვანელი გიორგი აფრიამაშვილი და ბენდის ხელმძღვანელი, ირაკლი კვანჭიანი) თანხლებით გაკეთდა. შეიქმნა ძველი სიმღერების ახალი არანჟირებები, ასევე მიქსინგი და მასტერინგი.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact