Sophie Villy-მ “ბრავო რექორდსში” თავისი პირველი ალბომი ჩაწერა. Sophie Villy (სოფო ხუციშვილი) მომღერალი, კომპოზიტორი, საკუთარი რეპერტუარის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გახლავთ. ის კომპანია, “ბრავო რექორდსში”, თავის პირველ ალბომს წერს, რომლის სახელწოდებაა Mother fish. ალბომში 11 სიმღერა შევა, რომელსაც მომღერალი საკუთარ დედას უძღვნის.
სოფომ 5 წლიდან ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, 10 წლიდან, კი გიტარაზე დაკვრამ გაიტაცა. საავტორო სიმღერებს 14 წლიდან წერს. მომღერალი 18 წლიდან-დღემდე, კიევში მოღვაწეობს., თავდაპირველად მის მიერ შექმნილ ჯგუფში, Back Stage-ში, უკრავდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ, სოლო კონცერტებით აგრძელებს კარიერას.